გაბონის ტერიტორიულ წყლებიდან გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან - საგარეო უწყება
გაბონის ტერიტორიულ წყლებიდან გატაცებული ქართველი მეზღვაურეი თვაისუფლები არიან. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.
ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.