ყვარელში დაკავებულების პროცესი გურჯაანის სასამართლოში 1 საათში დაიწყება - ადვოკატები სხდომის გადადებას ითხოვენ

ყვარელში დაკავებული აქტივისტების პროცესეი გურჯაანის სასამართლოში ერთ საათში დაიწყება. 7-ვეს ადვოკატი პროცესის გადადებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, სამართლდამცველებმა მტკიცებულებების გაცნობის საშუალება არ მისცეს. თუ აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე არ დააკმაყოფილებს, ყველა მათგანის განაჩენი ცნობილი დღესვე გახდება.
დღევანდელ პროცესზე ის სამართალდამცველებიც გამოიკითხებიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დდაკავებულები მათ კნაონიერ მოტხოვანს არ დაემორჩილნენ.
დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც პოლიციამ დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ 4 პირს ედავებიან იამს, რომ მათ ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დამოურჩლებლობა, რაშიც ისინი თავს არ ცნობენ დამნაშავედ. დაზიანებები არ აღენინება ერთი პირის გარდა, რომელსაც აქვს პრობლემა მოპყრობასთან დაკავშირეით დაკავების დროს, რომელსაც დაუზიანეს ტელეფონი, სათვალე და ა.შ. ის იძახის, რომ ეს განზრახ მოხდა. გუშნ არ მოგვეცა უფლება, რომ გავცნობოდით ამ მასალებს, რაც სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ. მეტიც, არ მოგვეცა ურთიერთობის უფლება დაკავებულებთან, რაც კონსტიტუციის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. რა თქმა უნდა, ვიშუამდგომლებთ იმაზე, რომ სასამართლო გადაიდოს, - ამბობს ავოკატი ბაადურ გულიაშვილი.