პროტესტი ბაგებში - მოქალაქეები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებენ
ხმაური და დაპირისპირება ბაგებში - მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. ადგილობრივები ქუჩაში "ჯი-ვი-პის" წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან კომპანიამ სამუშაობი უხარისხოდ ჩაატარა და კანალიზაციის მილი დააზიანა. წყალი საცხოვრებელ სახლებში შედის.
ხალხი პრობების მოგვარებას ორ კვირაზე მეტია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
ცენტრალური მაგისტრალი კანალიზაციის არის ჩაკეცილია თუ გაფუჭებულია, ჩვენი კორპუსი არ არის მარტო დაერთებული, არის რამდენიმე კორპუსი და აი, ეს მდინარესავით მოდის კანალიზაცია და ჩადის პარკინგზე. ორი დონეა დატბორილი. 21 რიცხვია, მოდის „ჯივიპი“ მარტო წერაქვის „ლაფატკით“, რაღაცას აკეთებს და მიდის. ყველა გაფრთხილებულია, გამგეობა, მერია, გარემოს დაცვა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. დღეს უკვე გადავკეტეთ გზა, - ამბობს ადგილობრივი.
ადგლობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა უახლოეს დღეებში არ მოგვარდება, ისინი გზას ისევ გადაკეტავენ.