განაჩენის მოლოდინში - გურჯაანში ამ წუთებში დაკავებული 10-მდე აქტივისტის სასამართლო პროცესი იწყება
რუსული ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქციის მონაწილეები
სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლემ ათამდე სამოქალაქო აქტივისტის საქმე გააერთიანა. გურჯაანის სასამართლოში არიან შუშანა მაცაბერიძე და დიმიტრი ჩიქოვანიც. ყველა მათგანს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
23 საათიანი პატიმრობა უკვე დასრულდა სამი ადამიანისთვის. ელენე ხოშტარია თბილისის იზოლატორიდან გამოუშვეს, ორი სტუდენტი კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღეს კიდევ 15 დაკავებულის ბედი უნდა გადაწყდეს.