"რუსული თვითმფრინავი გურულების ინტერესში არ ჯდება" - აქცია ოზურგეთში

21.05.23 17:54
"რუსული თვითმფრინავი გურულების ინტერესში არ ჯდება" - აქცია ოზურგეთში

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას გურიაში აპროტესტებენ. ამ წუთებში მოქალაქეები აქციას ოზურგეთში მართავენ. შეკრებილები ფიქრობენ, რომ  მოსკოვთან დაწყებული პირდაპირი ავიამიმოსვლის გამო  საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს, რადგან პუტინი შეზღუდვების მოხსნით საქართველოს ცივილური სამყაროსგან დაშორებას ცდილობს.

ჯერ შემოვიდნენ ხმელეთით, ახლა შემოვლენ ცით, ყიდულობენ ჩვენს ყველაფერს, ბიზნესები აქვთ, სასტუმროები აქვთ, სალონები აქვთ. ცოტა ხანში 3 მლნ ქართველიდან ნახევარი არ დარჩება, გარბის ემიგრაციაში, მერე მოინდომებენ რუსულ სკოლებს და გავრუსდებით, მეტ, რა? და ამ დროს კაცი სახლში უნდა იჯდეს? გამოდის მერე კობახიძე და გეუბნება პატრიოტ ადამიანს, ჰომოფობიაო. ვაი, დაგექცა დაბადება!, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსულ ოკუპაციას კიდევ არაერთგზის გააპროტესტებენ.  

მსგავსი სიახლეები