24 საათიანი პატიმრობა დასრულებულია - ყვარელში დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს

24 საათიანი პატიმრობა დასრულებულია. სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვების და რუსული ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს. პოლიციამ დღეს სასამართლოში დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულები ვერ წარადგინა.
სამოქალაქო აქტივისტების საქმეებზე მსჯელობას თელავის სასამართლო 19 ივნისს დაუბრუნდება. ადვოკატებმა ამ ვადაში მტკიცებულებები უნდა შეისწავლონ.
პოლიციამ გუშინ ყვარელსა და საგარეჯოში 16 პირი დააკავა. მათ შორის იყო ელენე ხოშტარია. "დროას" ლიდერი დაპატიმრების მომენტს იხსენებს. ადასტურებს პოლიციის თანამშრომელთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მიზეზი რუსების სამსახურში ჩამდგარი ძალოვანი უწყება იყო, სანქცირებული ლავროვის სანქცირებული შვილის, სიძის და მათი მეგობრებისს დაცვა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.