ადამიანებით ვაჭრობის შემზარავი ფაქტი ზესტაფონში - ჩინეთის მოქალაქეს დღეს გაასამართლებენ

22.05.23 11:53
ადამიანებით ვაჭრობის შემზარავი ფაქტი ზესტაფონში - ჩინეთის მოქალაქეს დღეს გაასამართლებენ

რამდენიმე საათში ზესტაფონის სასამართლოში მიიყვანენ ჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც ტაილანდელი ქალები ზესტაფონში სამუშაოდ მოტყუებით ჩაიყვანა.

ირკვევა, რომ ბრალდებულმა სტილისტები ზესტაფონში ერთ-ერთ სახლში გამოკეტა, პასპორტები წაართვა და ადგილობრივი მამაკაცებისთვის ინტიმური მომსახურების გაწევას აიძულებდა. 

ტყვეობიდან ტაილანდელები პოლიციამ გაათავისუფლა.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

"ტაილანდიდან დაუკავშირდნენ და უნდოდათ მუშაობის დაწყება საქართველოში. გოგოებმა უთხრეს, რომ მასაჟის გაკეთება შეგვიძლიაო, ძალიან კარგიო და 10 000 ლარი გექნებათო დღის განმავლობაში საქართველოში, ბათუმში მასაჟის გასაკეთებლადო. რომ ჩამოვიდნენ ტაილანდიდან თბილისის აეროპორტში დახვდა გუან ლილი, ვინც არის ბრალდებული. უთხრა, რომ ბათუმში აღარ არის ისეთი კარგი სამუშაო და სიტუაციაო, არაფერი არ არის ისეთი და ზესტაფონში დაგაწყებინებთ მუშაობასო. ჩხეიძის ქუჩაზე ჰქონდა გუან ლილის ბინა ნაქირავები, შეიყვანა იქ და აიძულებდა მაგათი გადმოცემით. ის იყენებს დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებს, - თქვა ადვოკატმა, ელისი დათუსანმა.

 

მსგავსი სიახლეები