"ადგილი ჰქონდა მედიკამენტოზურ წამებას" - ახალი გარემოებები 20 წლის ფეხბურთელის საქმეში

22.05.23 12:32
"ადგილი ჰქონდა მედიკამენტოზურ წამებას" - ახალი გარემოებები 20 წლის ფეხბურთელის საქმეში

ახალი გარემოებები კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეში. ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვახო ჩარკვიანს 23 დღეში ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთეს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის თქმით, აქამდე იცოდნენ, რომ პაციენტს ექიმებმა 577 ფენტალინი გადაუსხეს და ეს რაოდენობაც კი საშიში იყო, რომელიც სიკვდილის რისკის ზრდიდა, რადგან სასუნთქ გზებს კეტავდა. 

"გამოძიებასაც მივაწოდეთ ახალი ინფორმაცია, რომ 577 ამპულა ფენტალინის გარდა მას პარალელურ რეჟიმში არასრულ 23 დღეში გარდაცვალებამდე, უკეთდებოდა 239 მიდაზოლამი, ეს მძიმე პრეპარატი არის, გაუკეთდა 5 ამპულა მორფინი, 1000 ამპულა ნარკოტიკული საშუალებები, აქვს გაკეთებული მთლიანობაში, რომელიც არის ამ ეტაპზე დათვლილი, ამას დამატებული, რომელიც დასათვლელია. ჩემი შვილის მიმართ იყო მედიკამენტოზური წამება. თეამ ბეგიაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ პატარა ჭანჭიკი იმ საკითხებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ თეა ბეგიაშვილი ინახავს უდიდეს ინფორმაციას მასთან დაკავშირებით თუ ვინ დაავალა" - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი.

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს კლინიკიდან არ უშვებდნენ და ეს მისი მეგობართან მიმოწერებით დასტურდება. ადვოკატის თქმით, ადამიანებს კლავდნენ, რათა გაზრდილიყო მიმართვიანობა და საწოლ-ფონდები.

"ავერსის კლინიკიდან მივიღეთ ცნობის სახით გაგზავნილი იყო შეკითხვა და მივიღეთ ცნობის სახით ის, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის ივნისის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით გავრცელებული იყო ჰოსპიტალური აგენტები, ანუ ინფექცია. სრულიად ჯანმრთელ ადამიანს და ეს დასტურდება მისი მიმოწერით მეგობართან, სადაც ამბობს, რომ კარგად გრძნობს თავს, კარგად არის და უნდა გაიქცეს, ვინაიდან არ უშვებენ მას ამ კლინიკიდან. ღებულობს ჰოსპიტალში დაავადებებს ეს არის ბაომანი და კანდიდასო, კლავდნენ ადამიანებს, რათა გაზრდილიყო მიმართვიანობა, საწოლ-ფონდები იყო გამოყოფილი, ვახო ჩარკვიანი მოკლეს კლინიკაში.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები