გლდანში ავტომობილს ხე დაეცა - დაშავდა ერთი ადამიანი

22.05.23 12:47
გლდანში ავტომობილს ხე დაეცა - დაშავდა ერთი ადამიანი

თბილისში მანქანას ხე დაეცა. დაშავდა ერთი ადამიანი. გლდანის რაიონში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, წაქცეული ხე და მის ქვეშ მოყოლილი მანქანა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები