ხაშურში მსოფლიო ჩემპიონის სახლი გაქურდეს

22.05.23 18:03
ხაშურში მსოფლიო ჩემპიონის სახლი გაქურდეს

ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. მაისურაძის ოჯახში მძარცველები იმ დროს შეიჭრნენ, როცა ჩემპიონი გამარჯვებას მეგობრებთან ერთად რესტორანში აღნიშნავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტის სახლიდან წაღებულია პირადი ნივთები, ძვირფასეულობა და ფული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს (ქურდობა - ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით).

 

მსგავსი სიახლეები