ხონში კარანტინი გამოცხადდა - მიზეზი ცოფის შემთხვევის გამოვლენაა

22.05.23 18:49
ხონში კარანტინი გამოცხადდა - მიზეზი ცოფის შემთხვევის გამოვლენაა

ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი ცხადდება - მიზეზი  ცოფის ვირუსის გამოვლენა გახდა. ირკვევა, რომ 18 მაისს ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა სამი არასრულწლოვანი დაკბინა.

12 პირს, რომლებსაც ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.