ტრეფიკინგის სკანდალი საქართველოში - ქალებს პასპორტები წაართვეს, სახლში ჩაკეტეს და სექსუალური მომსახურებას აიძულებდნენ

ტრეფიკინგის სკანდალი საქართველოში - დაკავებულია პირი, რომელიც ტაილანდის მოქალაქე ქალებს ბათუმის სალონში დასაქმებასა და თვეში 10 ათას ლარიან ანაზღაურებას ჰპირდებოდა, რეალურად კი ისინი ზესტაფონში გამოკეტა, რამდენიმე თვის განმავლობაში კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდა.
ბრალდებული საქართველოში ჩამოსულ ტაილანდელებს კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას საკუთარ საცხოვრებელში აიძულებდა, რომ არ გაქცეულიყვნენ, სახლს თავად დარაჯობდა. ტრეფიკინგის მსხვერპლ ტაილანდელებს კი პასპორტები და მობილური ტელეფონები წაართვა. ახლა ყველა ეს ნივთი საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ ნივთმტკიცებად დევს. გამოძიების ხელშია ასევე მსხვერპლი ქალების ჩვენებები, რომლებიც უმძიმეს ამბებს ჰყვებიან.
ტრეფიკინგის საქმე - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში