ფეხბურთელის სიკვდილის საქმის შოკისმომგვრელი დეტალები - 20 წლის ბიჭს1000 ამპულა ნარკოტიკი აქვს გაკეთებული

22.05.23 20:53
ფეხბურთელის სიკვდილის საქმის შოკისმომგვრელი დეტალები - 20 წლის ბიჭს1000 ამპულა ნარკოტიკი აქვს გაკეთებული

20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმის შოკისმომგვრელი დეტალები - 577 ფენტალინის გარდა, რაც სიცოცხლისთვის უკვე საშიში რაოდენობა იყო,   ვახო ჩარკვიანს  23 დღის განმავლობაში კიდევ 1000 ამპულა სხვადასხვა სახის ნარკოტიკი აქვს გაკეთებული. ეს რაც ოფიციალურ ჟურნალშია გატარებული.  ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ დასათვლელია კიდევ რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების დოზა, რომ გაირკვეს, რა რაოდენობით   გაუკეთეს ის კოვიდით ინფიცირებულ  ბიჭს

ვახო ჩარკვიანის სიკვდილის საქმემ  ჯანდაცვის სისტემაში   უმძიმესი  დანაშაულების მთელი კასკადი გამოავლინა.  თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს  წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკი გაუკეთეს, რა თქმა უნდა  ეს  დანაშაულია. თუ არ გაუკეთეს და ჟურნალში მაინც გაატარეს, მაშინ შესაძლოა,  საქმე გვქონდეს ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან და კიდევ ერთი - პირველების ხელშია დოკუმენტები სადაც წერია, რომ კლინიკაში ფეხბურთელის ყოფნის დროს გავრცელებული იყო ინფექცია, რომელიც  ვახო ჩარკვიანსაც  დაუდგინდა და ის ორგანიზმში სავარაუდოდ, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხვდა.

1000 ამპულა ნარკოტიკის საქმე  - გუგა არჩვაძის ხმაურიანი რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები