ეკა კვესიტაძის ბიძა, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია
"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის ბიძა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.
გამოუშვეს. აიძულებდნენ დაჟანგული, ლიმონკის ქონა შენს თავზე აიღეო! რასაკვირველია არ აიღო. ასეთი არაფერი გამიგია! დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. პ.ს. ესეც უნდა დავწერო. რომ ვერაფრით დაარწმუნეს, ეუბნებოდნენ - მაშინ თქვი, რომ მამაშენისააო. კიდევ კარგი ბაბუაჩემი ამ ამბავს ვერ მოესწრო.
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის 72 წლის ბიძა, პოლიციამ გუშინ დააკავა.