ფარული მიყურადების საქმე - სამი დაზარალებული ადვოკატი ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

23.05.23 13:48
ფარული მიყურადების საქმე - სამი დაზარალებული ადვოკატი ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

სამი ქართველი ადვოკატი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის. უახლოეს დღეებში ევროსასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი გადააგზავნის დოკუმენტებს, რომელიც უკანონო მოსმენებსა და ფარულ მიყურადებაზე მტკიცებულებებს შეიცავს.

გახმაურებული საქმეების ადვოკატებს - გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს და მია ზოიძეს სუსი  უსმენდა. სამივეს საქართველოში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ამ ორი წლის მანძლზე ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ გვცნეს დაზარალებულად, თუმცა არავითარი სხვა ქმედება არ გახორციელებულა. ასევე არ გავქვს ინფორმაცია და არ გვაწვდის გამოძიება იმ ინფორმაციას, რა საკითხებს გადიან, რა მოქმედებები განახორციელეს და უარს გვეუბნება გადმოგვცეს მასალები. ეს საკიტხები ეხება აი, მაგალითად იმასაც, სად რა კომენტარი დავწერეთ, ჩვენი პირადი კომუნიკაცია ერთმანეთს შორის, საოჯახო და ა.შ. დავუშვათ, ჯანმრთელობის შესახებ. ეს იყო ტოტალური მოსმენა, - ამბობს დაზარალებული მია ზოიძე.  

ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საშალება რამდენიმე ტომიანი საქმის მასალები გამოითხოვონო და დეტალურად შეისწავლონ. დაზარალებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქართველოში ყველა ბერკეტს ამოწურავენ, რათა მასალებზე წვდომა მიიღონ, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებების აღსადგენად მიმარტავენ. 

დაზარალებულად ცნობა გახორციელდა, რის შემდეგაც უკვე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მასალების გადმოცემა მომხდარიყო, რადგან დაზარალებულის ერთ-ერთ უფლებას სწორედ წარმოადგენს საქმის მასალის ასლის მიღების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, საგამოძებო უწყებების მხრიდან უარი იქნა ნათქვამი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მხოლოდ ადგილზე გავცნობოდით სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეს. ვიწყებთ საქმის შესწავლას და ასევე ვემზადებით ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გასაცვრების კუთხით, - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კრებსები 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა. კფებსებიდან ირკვევა, რომ სუსი ათობით ადამიანს უკანონოდ უსმენდა. 

მსგავსი სიახლეები