ხელყუმბარა ჩემი არ არის, ვფიქრობ, ინფორმატორმა დადო - ეკა კვესიტაძის ბიძა

23.05.23 13:28
ხელყუმბარა ჩემი არ არის, ვფიქრობ, ინფორმატორმა დადო - ეკა კვესიტაძის ბიძა

"მთავარი არხის" ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის ბიძა, ბადრი ლოლაძე მისი პოლიციაში გადაყვანის დეტალებს ყვება - 72 წლის კაცი ამბობს, რომ ხელყუმბარა, რომელიც პოლიციელების მტკიცებით, მის სახლში იპოვეს, მას არ ეკუთვნის. 

"კედელია და იქ იპოვეს ხელყუმბარა, ვინ დადო არ ვიცი. მგონია, რომ ინფორმატორმა დადო...  71 წლის ვარ და ხანდახან აქციებზე დავდივარ, გამოვდივარ ოპოზიციის აქციებზე, ცვლილებებს, ევროკავშირს ვუჭერ მხარს და არ მინდა რუსეთი", - ამბობს ბადრი ლოლაძე.

ეკა კვესიტაძემ მისი ბიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა -  ჟურნალისტიმომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები