აქცია ხადას ხეობაში - რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის გამო დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს

23.05.23 14:16
აქცია ხადას ხეობაში - რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის გამო დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს

ხადას ხეობა პროტესტის ეპიცენტრია. ადგილობრივები რუსეთისკენ მიმავალი გზებისა და გვირაბების მშენებლობას აპროტესტებენ. ადამიანები, რომლებიც გვირაბების მშენებლობის გამო საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ, ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. ისინი მთავრობისგან ზიანის ანაზრაურებას და იმ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას მოითხოვენ, რომელიც მათ წინააღმდეგ აღიძრა. გამოძიება მათ ბრალს მიწების უკანონო მიტაცებაში სდებს ბრალს.

შეკრებილები ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს გვირაბის მშნებელობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მიუხედევად იმისა, რომ პოლიციამ ადგილობრივებს პროტესტის ადგილიდან ავტომობილები გააყვანინა, შეკრებილები გზის გადაკეტვას მაინც გეგმავენ. 

შსს-ს წარმომადგენლები  აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ. 

აქ შემოვიდა პოლიცია აგრესიით. არ შევდივართ დიალოგში, ველოდებით, რა ქმედებას ჩაიდენენ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომელ სტრუქტურასაც ეს ადამიანები წარმოადგენენ, იმ სტრუქტურამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ის საქმეები, რაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.   

პროტესტის ადგილზე იმყოფება "გირჩი", რომელიც ადგილობრივებს სოლიდარობას უაცხადებს.  

წარმოიდგინეთ, რომ სულა ამ სოფელში ცხოვრობს 17 კომლი. მთას თუ ვინმე ამაგრებს, ეს ხალხი ამაგრებს მთას და მთავრობას, ერთი შეხედვით, პროექტები აქვს ხალხის მთაში დასამაგრებლად. აი, აქ ჩანს, რამდენად გულწრეფელები არიან, რომ 17 კომლში 9 გამოაცხადეს უკვე თაღლითად და დანარჩენი, ვინც არის დარჩენილი, ის ელოდება როდის გამოაცხადებენ ასევე თაღლითად, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

 

მსგავსი სიახლეები