სისხლიანი დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო - დიდუბეში 22 წლის ბიჭი მოკლეს

23.05.23 14:50
სისხლიანი დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო - დიდუბეში 22 წლის ბიჭი მოკლეს

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დიდუბეში 22 წლის კაცს ცივი იარაღით მოკლეს. განზრახ მკვლელობის მუხლით, კი პოლიციამ გარდაცვლილის თანატოლი დააკავა. 

ირკვევა, რომ მოკლულსა და დაკავცებულს შორის უთანხმოება სოციალურ ქსელში დაიწყო. შეხვედრისას კი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები