მარნეულში ტაქსის მძღოლი ე.წ. ტროსით მოახრჩეს - პოლიცია მკვლელს ქვეყნის მასშტაბით ეძებს

23.05.23 20:05
მარნეულში ტაქსის მძღოლი ე.წ. ტროსით მოახრჩეს - პოლიცია მკვლელს ქვეყნის მასშტაბით ეძებს

კიდევ ერთი სატიკი მკვლელობის ახალი დეტალები -  54 წლის კაცი ტროსით დაახრჩვეს და ტყეში დამარხეს. ამ დანაშულისთვის კი  შუა ხნის მამაკაცი იძებნება.

მარნეულის მკვიდრს როიალ ფირიევს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ის ერთ-ერთია ძმებ აბაზოვებთან ერთად, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ტაქსის მძღოლის მკვლელობაში მონაწილეობდა. 22 და 18 წლის ძმები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მარნეულში ამტკიცებენ, რომ მკვლელობა  ძებნილმა ჩაიდინა და აბაზოვებს სასტიკ დანაშაულთან კავშირი არა აქვთ. 

სწორედ აბაზოვების ფარეხში მიაკვლიეს სამართალდამცველებმა მოკლული ტაქსის მძღოლის ავტომობილს. ოჯახი ამბობს, რომ მანქანა დასაშლელად მიიყვანეს, ცოტა ხანში კი ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და ძმებს ხელბორკილები დაადეს.

გამოძიების ვერსიით, ახლგაზრდებმა დანაშაული სწორედ ავტომობილის მითვისების მოტივით დაგეგმეს. მძღოლიც წინასწარ შეარჩიეს, რომელიც მოტყუებით მარაბდის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც  მოკლეს და  დამარხეს, დაშლილ მანქანას კი გასაყიდად ამზადებდნენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები