პროტესტი ხადას ხეობაში - ხალხი გვირაბის მშენებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

23.05.23 20:38
პროტესტი ხადას ხეობაში - ხალხი გვირაბის მშენებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ხადას ხეობაში კიდევ ერთმა პროტესტმა იფეთქა. ხალხი იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ რუსეთთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის გამო მიადგათ. დაზიანებული სახლები, დაკარგული მიწის ნაკვეთები და განადგურებული ნათესები - ასეთია  მასშტაბური მშენებლობის შედეგი. 

არადა, ხელისუფლება ხალხს ჰპირდებოდა, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ცხოვრებას მათაც გაუმარტივებდა, თუმცა ასე არ მოხდა. 

პროტესტის მონაწილეების გამო დღეს მრვალმინიონიანი მშენებლობა პარალიზებული იყო. ქუჩაში  გამოსულმა ხალხმა გზა მანქანებით ჩაკეტა.

ხადას  ხეობის მოსახლეობა მთავრობას მათი პრობლემის მოგვარებისთვის დროს აძლევს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, მასშტაბური აქციები დედაქალაქში გადმოინაცვლებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები