პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

23.05.23 19:49
პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა  13 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია. 

საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4  მსჯავრდებული ქალია, - წერს ადმინისტრაცია.

მსგავსი სიახლეები