49 ათასზე მეტი გარდაცვლილი და მხოლოდ 42 ათასი ახალშობილი - საქართველოში შობადობამ იკლო

საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა - პირველად ბოლო წლებში 2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა. საგანგაშო მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მიზეზი რამდენიმეა. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოჯახები შვილების გაჩენაზე უარს ამბობენ, რადგან მათი რჩენის საშუალება არ აქვთ, მთავრობა კი ასეთ ოჯახებზე არ ზრუნავს. არ არსებობს სახელმწიფო პაკეტი, რომელიც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს მძიმე მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
კიდევ ერთი მიზეზი მიგრაციაა. გასულ წელს ქვეყანა რეკორდული რაოდენობის მოქალაქეებმა დატოვეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.