დედების გამარჯვება - მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაამატა

23.05.23 22:00
დედების გამარჯვება - მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაამატა

იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა - შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. 

„თუკი 2023 წლის 22 მაისამდე იშვიათ დაავადებებს სახელმწიფო პროგრამით მკურნალობდნენ და აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო გათვალისწინებული, გუშინ 22 მაისს, პრემიერის განკარგულებით, მას ჩვენი ბავშვების დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა”, - აცხადებს ორგანიზაცია „აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები”.