თიბისის მხარდამჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

24.05.23 11:06
თიბისის მხარდამჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.
რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის. 
ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა: 

•    მარიამ ბაღათურია
•    ლიზი ნოზაძე
•    ალექსანდრე ხალვაში

კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე - თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე - სილქროუდ ჯგუფის არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა - მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. 
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo. 

NS

მსგავსი სიახლეები