სასტიკი დანაშაული კახეთში - მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებული გაბრიელ ხოხობაშვილია

24.05.23 11:05
სასტიკი დანაშაული კახეთში - მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებული გაბრიელ ხოხობაშვილია

მკვლელობა განსაკუთრებული სისატიკით - კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ცხედარი კი მდინარეში ჩააგდეს.

უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული 60 წლის კაცი გაბრიელ ხოხობაშვილია, სოფელ მატანიდან. "პირველების" ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს.

ხოხობაშვილი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ადვოკატის შესვლას ელოდება.

ცნობისთვის, გუშინ გვამი გამვლელებმა შემთხვევით წყლის არხში აღმოაჩინეს. მას მრავლობითი დაიზიანებები, სავარუდოდ აგურით აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით სასტიკი დანაშაულის მოტივი 10 ათასი დოლარი გახდა, რომელიც ქალს სამკურნალოდ ჰქონდა მოგროვებული.

 

მსგავსი სიახლეები