,,ქალები პოლიტიკურ პროცესებში" - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

24.05.23 12:12
 ,,ქალები პოლიტიკურ პროცესებში" - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საერთაშორისო კონფერენცია - ,,ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები” თბილისში დილიდან მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ყურადღება ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე გამახვილდება, ამავდროულად, განიხილება ქვეყანაში დემოკრატიას განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტუალური თემებიც.

ყოველწლიური დემოკრატიის კონფერენცია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით იგეგმება. მასში მონაწილეობას პოლიტიკოს ქალები იღებენ.

"დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ქალების საქმიანობასა და მათ ჩართულობაზე პოლიტიკაში. ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე საქართველოში. ჩანს, რომ ბოლო წლებში საქართველოში, ქალ პოლიტიკოსებს ქვოტირებისა და სხვა დანარჩენ მიმართულებებშიც შესაძლებლობები მიეცათ, მაგრამ ჩართულების ეს დონე მათ ჯერ-ჯერობით არ აძლევს რეალურ ძალაუფლებას. ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიები, არ ითვალისწინებენ ქალი ამომრჩევლების საჭიროებებს და სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ კონფერენციის ფარგლებში, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით გამოწვევების დასაძლევად" - ამბობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, რენატა სკარჯუტე-კერესელიძე.

მსგავსი სიახლეები