"საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა" - Freedom House

24.05.23 13:38
"საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა" - Freedom House

2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. საგანგაშო ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს. 

დოკუმენტის თანახმად,  მედიის დემოკრატიის ხარისხზე დიდი გავლენა მედიათავისუფლების შეზღუდვამ იქონია. ერთ-ერთ მაგალითად 2022 წელს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა მოყვანილი. 

ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფკების გარდა, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა და აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

Freedom House-ის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები