ღარიბაშვილი ცნობილი მეზღაპრეა, რომელსაც ნაცარი აკლია, რომ ქექოს - ირაკლი კუპრაძე
ოპოზიცია „ქართული ოცნებას“ ტყუილში ამხელს. საუბარია პრემიერის განცცადებაზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს.
"ლელოს" გენარალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ირაკლი ღარიბაშვილს მეზღაპრეს უწოდებს და ურჩევს, ყურადღება რუსების საქარველოში უკონტროლო შემოდინებაზე გაამახვილოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია.
ღარიბაშვილი ცნობილი მეზღაპრეა, რომელსაც აკლია ნაცარი წინ, რომელიც უნდა გაქექოს დილიდან საღამომდე. ეს უფრო კარგი ვიზუალური სახე იქნებოდა მისი საქმიანობის. იმის ნაცვლად, რომ ზღაპრები მოყვეს რუსეთში მყოფ მილიონ ქართველზე, ამას აჯობებს შეხედოს საქართველოში არსებულ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას, რომელიც უკონტროლოდ იზრდება და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ერთი, სტაბილურ განვითარებას, ქმნის რუსეთიდან მომდინარე რისკებს, რომლებიც ნათელია და წარსულმა აჩვენა, როგორ იყენებს ხოლმე რუსეთი მისი მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნას იმ მოცემულობაში მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, - ამბობს კუპრაძე.
როსსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, რუსეთში 113 687 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. აქედან 3 045 საქართველოს მოქალაქეა. ცალკე გამოყოფილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩასულების რიცხვი: აფხაზეთიდან - 644, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან - 333.