მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში

24.05.23 16:39
მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში

ინგოროყვას მაღალი სამედიცინო  ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში შესაძლებელია ისეთი მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურების ჩატარება როგორიცაა: რადიოსიხშირული, მათ შორის  მაღალტექნოლოგიური 3D აბლაცია, კარდიოსტიმულატორების, კარდიო-დეფიბრილატორების, პეისმეიკერების იმპლანტაცია.
 
პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სერვისი, მათ შორის ისეთი რთულად სამართავი შემთხვევების დროს, როგორიცაა: ბრადიარითმია, ტაქიკარდია, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია და სხვ.

აბლაციის დროს  სპეციალური  კათეტერის  საშუალებით  ხდება
არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი  გზის) დაზიანება („მოწვა“  ან „მოყინვა“), რომელიც მედიკამენტოზური მკურნალობისგან განსხვავებით 90-95 % შემთხვევაში გრძელვადიანი, ეფექტური შედეგით გამოირჩევა.

პროცედურები ხორციელდება მედიცინის დოქტორის, პროფესორი ნიკოლოზ ლომიძის მიერ, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს არითმოლოგიის მიმართულებით. 
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა მუდმივად ზრუნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ , ქვეყნიდან გაუსვლელად,მიიღონ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისი საუკეთესო სპეციალისტების მიერ.

NS

მსგავსი სიახლეები