ცოცხალი აღარ დაბრუნდებიო, წიხლი ჩამარტყა! - 13 წლის გოგო მამისა და ბიძის მხრიდან ძალადობის დეტალებს აღწერს

24.05.23 17:18
ცოცხალი აღარ დაბრუნდებიო, წიხლი ჩამარტყა! - 13 წლის გოგო მამისა და ბიძის მხრიდან ძალადობის დეტალებს აღწერს

"ცოცხალი აღარ დაბრუნდები" - ამ სიტყვებით 13 წლის მოზარდს საკუთარი მამა და ბიძა ემუქრებოდნენ, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის გარდა არასრულწლოვანი გოგონა ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ის სასტიკი ფიზიკური  ძალადობის სამიზნეც  გახდა. 

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში სკოლის მოსწავლე დეტალურად ჰყვება როგორ ძალადობდნენ მასზე ჯგუფურად რამდენსამე საათის განმავლობაში  მამა და ბიძა ორივე პირი ახლა დაკავებულია, ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან.

"პირველებმა" მოიპოვა ჩანაწერიც, სადაც 13 წლის არასრულწლოვანი მეგობარს ძალადობის შესახებ უყვება: 

"ყველანაირად ცდილობენ, რომ  დამემუქრონ. იმასაც მეუბნებიან, თუ დედაშენთან წასვლას მოინდომებ, გადაღმა გადაგიშვებთ, ვიტყვით, დედამისთან წავიდა და ცოცხალი აღარ დაბრუნდები. მამაჩემი გადაირია, როცა გაიგო, რომ შეყვარებული მყავდა. ფეხი ჩამარტყა ნეკნებთან. ცალკე ბიჭებს დაემუქრა. ბიძაჩემმა თვალში ტელეფონი მომარტყა

მსგავსი სიახლეები