ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე კიდე ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ურყევი ნების მიმართ - ნაცვლიშვილი

24.05.23 18:54
ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე კიდე ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართველი ხალხის  ურყევი ნების მიმართ - ნაცვლიშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე "კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზი გაესვა ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ".

„მათ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საზოგადოება საქართველოს ადგილს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს. მიუხედავად დეზინფორმაციული კამპანიისა, ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდისტული გზავნილისა, რომლის სამიზნეც დღეს ქართული საზოგადოებაა, ქართველი ხალხი მყარად არის საკუთარ გადაწყვეტილებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში და ნატომ კიდე ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართველი ხალხის  ურყევი ნების მიმართ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრაზე ოპოზიციამ პარტნიორებს გაუზიარეს შეშფოთება რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და რეაქციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ოკუპანტი სახელმწიფოს ამ მოქმედებებზე.