მკვლელობა ფულის გამო - ახალი დეტალები გომბორის ტყეში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე
ფულის გამო ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა აგურით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარეში გადააგდო. მსხვერპლი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც ქართველ მამაკაცთან ერთად ათი წელი ცხოვრობდა. ქალი საოპერაციო იყო, რისთვისაც საქართველოში ჩამოვიდა და 10 ათასი დოლარი უზბეკეთიდან ჩამოიტანა.
თანხის შესახებ იცოდა მეგობარმა მამაკაცმა, რომელსაც ფულის მითვისება უნდოდა. გამოძიების ინფორმაციით, გაბრიელ ხოხობაშვილმა ქალს დახმარება შესთავაზა. კახეთისკენ გაიტყუა, მოკლა, თავად კი დასამალად ტყეში გაიქცა. ხოხობაშვილი დაკავებულია. ახლა ის ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, მანამდე კი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მკვლელობას წინ ქალთან კონფლიქტი უძღოდა.
მკვლელობა ფულის გამო - შემზარავი დანაშაულის დეტალები ნახეთ სოფო ინაურის რეპორტაჟში