შანტაჟით და მუქარით წართმეული ფული -როგორ ძარცვავენ ქართველ ემიგრანტებს?

24.05.23 20:30
შანტაჟით და მუქარით წართმეული ფული -როგორ ძარცვავენ ქართველ ემიგრანტებს?

შანტაჟით და მუქარით წართმეული ფული -როგორ ძარცვავენ ქართველ ემიგრანტებს? იტალიაში მოქმედ თაღლითურ დაჯგუფებას ემიგრანტების ფულის მითვისების კარგად აპრობირებული სქემა აქვს. 700 ევროს სანაცვლოდ ისინი საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას ჰპირდებიან. თუმცა რეალურად ეს არის სამსახური ჯოჯოხეთური  პირობებით. ის ვინც დათანხმდება სამუშაოს, დამატებით თანხა უნდა გადაუხადოს შუამავალს.  
წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი ტერორი იწყება. 

ქართველ ემიგრანტებში ამბოხია. ურჩ გადამხდელებს დაჯგუფების წევრები ანგარიშსწორებით  ემუქრებიან და ამ მუქარის აუდიოჩანაწერიც არსებობს. ემიგრანტების მოტყუება ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც მათ შესაბამისი საბუთების მოწესრიგებას ჰპირდებიან. საჭირო დოკუმენტების საფასური იტალიაში 26 ევრო ღირს, თუმცა ქართველი გამომძალველები ქართველ ემიგრანტებს ამ მომსახურებაში  1000  ევროს ართმევენ.

ვინ ძარცვავს ემიგრანტებს? - ნახეთ საბა სიჭინავას სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები