ანტირეკორდი მოხსნილია - ციფრებში გამოხატული დემოკრატიის ხარისხი საქართველოში

24.05.23 20:38
 ანტირეკორდი მოხსნილია - ციფრებში გამოხატული დემოკრატიის ხარისხი საქართველოში

ანტირეკორდი მოხსნილია - შვიდიდან მხოლოდ სამი ქულა. ეს შედეგი აქვს საქართველოს დემოკრატიის ხარისხში. ანუ ჩვენი ქვეყანა უკვე ავტოკრატიული რეჟიმების გვერდით დგება.  

"არცერთი ნაბიჯი წინ, საქართველოს  დემოკრატიის ხარისხი დღითიდღე უარესდება" -  ეს მონაცემები Freedom House-ის ანგარიშში შავით თეთრზე წერია

მიზეზები ხელისუფლებას   სათითაოდ განუმარტეს. მაშინ როცა ქვეყანაში  ებრძვიან  დამოუკიდებელ  მედიას, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულება პოლიტიკური იარაღია, დემოკრატიის გზაზე უბრალოდ ვერ წახვალ. არცერთი ამ მიზეზის არ სჯერა ქართულ ოცნებას და პროპაგანდას ისევ ტყუილზე აშენებს.

დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი