ენმ VS დეკანოიძე - პარლამენტში დაპირისპირებამ იფეთქა
ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს პარლამენტში უპირისპირდებიან. ნაციონალური მოძრაობიდან წასული ხატია დეკანოიძე ანი წითლიძემ ფაქტობრივად ოცნებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. პარტიიდან წასულებსა და დარჩენილებს შორის დაპირისპირების მიზეზი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ოპოზიციის ნაწილს, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საშუალებას აძლევს.
წითლიძე ამბობს, რომ საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის ოცნებამ გამოიყენა, ეს კი დეკანოიძეს უხერხულობას უნდა უქმნიდეს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს უკვირს რატომ გაბრაზდა წითლიძე. დეკანოიძე არ გამორიცხავს,რომ ეს ყველაფერი ფრაქციის დაშლის საფრთხეს უკავშირდებოდეს.
ენმ VS დეკანოიძე - ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში