17 აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა

25.05.23 10:30
17 აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა

17 მოქმედ აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია", - წერია უწყების განცხადებაში

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები