ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

25.05.23 11:27
ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

"მთის ამბების" ხელმძღვანელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან -  ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების გამო, გელა მთივლიშვილი მუქარის აუდიო შეტყობინებებს იღებს. 

 მიზეზი სავარაუდოდ, "მთის ამბების" მიერ "ჯორჯიან მანგანეცის" საქმიანობაზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებაა. მოპოვებული მასალებით დგინდება თუ როგორ ნადგურდება, გარემო ჭიათურაში და როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო კერძო ბიზნესს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანოს სოფლები.

ჟურნალისტმა მუქარის შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო  სამსახურს უკვე მიმართა, გელა მთივლიშვილი გამომძიებლებს სრულ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის უწყევბაში მიიტანს მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს. 

"დღეს გამოვაქვეყნეთ ფილმი "ჭიათურა უბედურების ზონა" და ამ ფილმში ვუყვებით ადამიანებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" როგორ ტოტალურად არღვევს ყველანაირ კანონს რაც კი საქართველოში მოქმედებს და პირდაპირ ხოცავს ამ მოპოვებით ადამიანებს იმდენად გაუსაძლის და კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის ჭიათურაში. ფილმში მოვახერხეთ და შევკრიბეთ მტკიცებულებები, მათ შორის გავახმაურეთ, რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი, მათ შორის ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტი, რომელიც ამ მანგანუმის ამოღების შედეგად მიტოვებულ თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. კონკრეტულად ამ ფაქტს მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის ჩანაწერი ჩვენ გავასაჯაროვეთ, ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ჟურნალისტების და მედიის მიმართ განახორციელოს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, პირიქით მაშინ, როცა მათ კომპანიას უნდა მოსთხოვონ პასუხი ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტზე იმიტომ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ისინი ისევ მედიას უპირისპირდებიან ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის სისტემის რეაქცია იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ეს მხილება, როგორმე შევწყვიტოთ და რეალურად იქიდან არ გამოვიდეს ამბავი, რომელიც იქ ადამიანებს ხოცავს" - ამბობს, ჟურნალისტი გელა მთიულიშვილი.