მამის სავარაიდო ძალადობა 13 წლის შვილზე - ქუთაისში დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ
ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამის მხარდასაჭერად, ქუთაისის პროკურატურასთან აქციაა იმართება. 13 წლის გოგონას ცემაში ბრალდებული კაცის გათავისუფლებას მსხვერპლი გოგონას არასრულწლოვანი ძმაც ითხოვს.
"ყველაფერი სიცრუეა, ბიძაჩემი და მამაჩემი ხელისგულზე ატარებდა. დედაჩემია წასულია და ახლა გამოჩნდა. 2 წლის იყო რომ დატოვა და მე ვიყავი 3 წლის. შარშან რომ იყო დედაჩემი ჩამოსული თქვა წაგიყვანთ იტალიაში, ოღონდ რამე მოძებნე მამაშენზეო, ან გიყვიროს ან რაღაც, ეგრევე პოლიციელებს ვეტყვიო და იმოქმედეო. ზამთარში დამწყევლა მერე და ზამთრის მერე არ მაქვს დედაჩემთან კონტაქტი. იგივეს მეუბნებოდა ახლა და არ გავაკეთე" - ამბობს სავარაუდო მსხვერპლი გოგონას არასრულწლოვანი ძმა.
შეგახსენებთ, რომ სასტიკად ნაცემი 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ საკუთარი ოჯახის წევრების მსხვერპლი გახდა. მეშვიდე კლასელი ამტკიცებს, რომ საკუთარმა მამამ და ბიძამ უმოწყალოდ სცემეს, ძირს დაგდებულ ბავშვს წიხლებს ურტყამდნენ, რის გამოც მას უმძიმესი დაზიანებები აქვს მთელ სხეულზე.