თბილისის უბნებში ევროკავშირის სტენსილები გამოჩნდა - ხალხი მოქმედებაზე გადადის
ევროკავშირის დროშის გამოსახულებით, სტენსილები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა. მთავრობის უმოქმედობის გამო, მოქმედებაზე ისევ ხალხი გადადის.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ევროკავშირის დროშების გაქრობა ბევრ კითხვისნიშანს აჩენს, სწორედ ამიტომ თბილისის სხვადასხვა უბანში ევროკავშირის გამოსახულებიანი სტენსილები გამოჩნდა. მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ამბობს, რომ ხალხის არჩევანი უალტერნატივოდ ევროპა და საკუთარი არჩევანიზე გადახვევას არ აპირებენ.
"როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით და ევროკავშირის დროშები ქრება პარლამენტის წინ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და სწორედ ეს მიზეზი რატომაც ევროკავშირის დროშები გამოჩნდა ქალაქში სტენსილებზე და სხვადასხვა სახით ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა დავანახოთ როგორც ხელისუფლებას ისე ევროკავშირს, რომ ჩვენი არჩევანი უალტერნატივოდ ევროპაა და რამდენიც არ უნდა მალონ ევროკავშირის დროშები და რამდენიც არ უნდა ეცადონ, რომ ევროკავშირს მოგვაშორონ, გამორიცხულია, რომ ჩვენ გადავუხვიოთ საკუთარ არჩევანს" - ამბობს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი, ბექა ქავთარია.