"პოლიციელების ჩვენებები სიცრუეზეა აწყობილი" - ანტირუსულ აქციაზე დაკავებულის სასამართლო

25.05.23 16:08
"პოლიციელების ჩვენებები სიცრუეზეა აწყობილი" - ანტირუსულ აქციაზე დაკავებულის სასამართლო

სამოქალაქო აქტივისტი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. გელა ხასაიას გამოძიება, აეროპორტთან გამართულ ანტირუსულ აქციაზე უმისამართო ლანძღვა-გინებას ედავებიან. ბრალდების ჩამონათვალშია პოლიციისთვის ხელის შეშლაც, მოქალაქის დაკავების პროცესში. ხასაია ბრალდებებს უარყოფს. 

დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე დაკითხეს, სამართალდამცველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხასაია პოლიციას დაკავებებში ხელს უშლიდა.

მოწმეებმა დღევანდელ სხდომაზე თქვეს, რომ ხასაია რუსების მისამართით იგინებდა, თუმცა ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა არ არსებობს, რადგან პოლიციელები ამბობენ, რომ მათ სამხრე კამერის ჩართვა დაავიწყდათ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ ორი მოწმე ჰყავთ წარდგენილი, ასევე ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ გელა ხასაია ხელს არავის უშლიდა, არ იგინებოდა და ის უბრალოდ თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა.

თავად ხასაია ამბობს, რომ პოლიციელების ჩვენებები სიცრუეზეა აწყობილი.

მოწმეებად გამოცხადნენ ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ თვითონ დაჭერის მომენტი არ უნახავთ და არ გამოცხადებულან ის ადამიანები, რომლებმაც დაგვიჭირეს. კომიკურია ის ფაქტიც, რომ გუშინდელ პროცესზე, როცა შუშანა მაცაბერიძეს ჰქონდა სასამართლო, დამკავებელმა პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა და მაგის საპირისპირო ჩვენება მისცა დღევანდელმა მოწმემ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პოლიციელების ჩვენებები არის სიცრუეზე აწყობილი". - ამბობს ხასაია.

პროცესი 7 ივნისს განახლდება. სწორედ ამ პროცესზე განიხილავენ წარმოდგენილ ვიდეო-მტკიცებულებებს.

გელა ხასაია აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როცა აქტივისტები პირველ რუსულ თვითმფრინავს დახვდნენ და გელა ხასაია თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა.