რეალურად, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს მიერაა გაშვებული - თეოლოგი

25.05.23 17:54
რეალურად, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს მიერაა გაშვებული - თეოლოგი

მეუფე ნიკოლოზის ვიზიტი მოსკოვში - თეოლოგები ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეუთანხმებლად ვერ მოხდებოდა.

გოჩა ბარნოვი პირდაპირ ადებს ხელს საქართველოს საპატრიარქოს და ამბობს, რომ რეალურად, სწორედ საპატრიარქომ მიავლიდა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი რუსეთში.

თეოლოგისთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი თქმით, ბევრჯერ გამჩნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის რეზიდენტურაა.

ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ ვერცერთი ეპისკოპოსი, თუნდაც კერძო ვიზიტი იყოს, ვერ გაბედავს საზღვარგარეთ წასვლას, თუ მას არ შეათანხმებს პატრიარქთან. საქართველოს საპატრიარქო არის რუსეთის რეზიდენტურა . ეს ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა. თუნდაც, ავიღოთ ეს ვიზიტი, ოფიციალურად არ წავიდა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების უფროსი მეუფე გერასიმე, იმიტომ, რომ მაშინ ამ ვიზიტს ოფიციალური სახე ექნებოდა. ახლა გაუშვეს ნიკოლოზი და თან ამბობენ იმას, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. რეალურად, ნიკოლოზი გაშებულია, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ". - ამბობს გოჩა ბარნოვი.

მსგავსი სიახლეები