80 კილო ჰეროინი ფოთის პორტში - ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს

25.05.23 18:03
80 კილო ჰეროინი ფოთის პორტში - ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირანის მოქალაქე, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. განსასჯელის სკამიდან  ბაჰამან ტეიმოური ამტკიცებდა, რომ  ის უდანაშაულოა, თუმცა  კაცს, არ უთქვამს როგორ აღმოჩნდა იმ სატვირთოს მძღოლად, რომელშიც 80 კილოგრამი ჰეროინი იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით ირანის მოქალაქე, ფოთის პორტიდან ევროპაში ნარკოტიკების გატანას ბორანით აპირებდა.