ვაკეში დაჭრილი გოგა ფირცხალავა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია - ახალი დეტალები
სროლა ვაკეში - მოსეშვილის ქუჩაზე დაწრილი ახალგაზრდა კაცი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია. გოგა ფირცხალავას ტყვია მხარში აქვს მოხვედრილი.
რამდენიმე სათის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში სრული პანიკა იყო. ადგილზე 7-8 გასროლის ხმა გაიგეს. კაფეებში მსხდომი ადამიანები მაგიდების ქვეშ მალავდნენ შვილებს, ზემოდან კი თავად ეფარებოდნენ, რომ ბავშვები ბრმა ტყვიებისგან დაეცვათ.
ახალგაზრდა ბიჭი შავი ტანსაცმლით, გრძელი თმით და ნიღბის გარეშე - ამ აღწერილობის მამაკაცს პოლიცია ახლა მთელი დედაქალაქის მასშტაბით ეძებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მოსეშვილის ქუჩაზე გასროლა მოხდა სტრადას გარე სივრცეში, გასროლის შემდეგ კი სავარაუდო თავდამსხმელი ვაკის პარკის მიმართულებით გაიქცა. იქ მყოფებს ჰქონდათ განცდა, რომ საპასუხო ცეცხლი გაიხსნებოდა და ამიტომ ყველა ცდილობდა დამალულიყო.
საგამოძიებო მოქმედებები მოსეშვილზე ამ დრომდე გრძელდება.
ახალი დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის პირდაპირ ჩართვაში.