ქართველი სასულიერო პირი რუსეთის პატრიარქის გვერდით - მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ამბიონზე დაუგეგმავად აღმოჩნდა
ქართველი მაღალი რანგის სასულიერო პირი მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის ამბიონზე. მეუფე ნიკოლოზი წმინდა კირილეს ხსენების დღეს საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობდა და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად რუსეთის პატრიარქის გვერდით ამბიონზე იდგა. საპატრიარქოში თქვეს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი არ იყო. ამიტომ მოსკოვში სტუმრობის მიზანზე პირვე;ები წმინდა სინოდის წევრს დაუკავშირდა.
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისი ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი საპატრიარქოსთან შეთანხმებული იყო, თუმცა ლიტურგიაში მონაწილოება მოულოდნელად თავად გადაწყვიტა და პატრიარქის ინფორმირება ვეღარ მოასწრო. დამოუკიდებლად თუ საპატრიარქოს ნებართვით ფაქტია, რომ უმაღლესი რანგის სასულიერო პირი საქართველოდან მონაწილეობას იღებს ლიტურგიაში, სადაც რუსი მღვდელმსახურები მადლობას პუტინს უხდიან.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.