საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 26 მაისის თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.
წელს პირველად, მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში ევროკავშირის დროშა არ იფრიალებს. აღარ იქნება სლოგანიც "წინ ევროპისკენ".
26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 105 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკდიებლობა გამოაცხადა. საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ საქართველოო დემოკრატიის რელსებზე გადავიდა.