მანდატურების სამსახურის განადგურება დაიწყო მარგველაშვილმა - დიმიტრი შაშკინი

19.05.21 16:47
მანდატურების სამსახურის განადგურება დაიწყო მარგველაშვილმა - დიმიტრი შაშკინი

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და ,,ქართულ ოცნებას" მანდატურების სამსახურის განადგურებაში ადანაშაულებს. შაშკინმა ტვ პირველთან დღეს განაცხადა, რომ ,,ოცნებას" გააჩნდა ზიზღი მანდატურების მიმართ და ამიტომ მოხდა ამ სამსახურის ეტაპობრივი დაკნინება და განადგურება.

მანადატურების სამსახურის განადგურება დაიწყო მარგველაშვილმა და ,,ქართულმა ოცნებამ". მათ ჰქონდათ ზიზღი მანდატურების სამსახურის მიმართ. მათ დაანგრიეს ეს სისტემა. ადრე მანდატურების სამსახური განათლების დაქვემდებარებაში იყო და მას ევალებოდა, სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ  ეცნობებინა განათლების სამინისტროსთვის. ,,ოცნების" დროს მანდატური სკოლას დაექვემდებარა, სკოლა არის ერთი ოჯახი და ოჯახში არსებულ დანაშაულს სკოლის ადმინისტრაცია მალავს. გახსოვთ ალბათ, იოსებიძეზე, საბურთალოზე, სკოლაში მომხდარი 3 მოსწავლის დაჭრა. მაშინ გამოვიდა სკოლის დირექტორი, რომელიც თუ არ ვცდები, მარგველაშვილის ნათესავი იყო და პირდაპირ განაცხადა, როგორ გაბედა მანდატურმა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობაო. - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინმა კომენტარი თბილისის 51-ე სკოლაში მომხდარ ფაქტზე გააკეთა.