საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება დაიწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ცოტა ხანში ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა.
წელს პირველად უპრეცედენტოა იმ წვევამდელთა რაოდენობა, რომელიც ქვეყნის წინაშე ფიცს თბილისსა და რეგიონებში დადებენ.
ადგილზე უკვე გამოყვანილის სამხედრო ტექნიკა, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა, მათ შორის, ღვინის, კულტურის და ასევე გასართობი სივრცეები.
საზეიმო მოვლენებს თვალს მოქალაქეებიც ადევნებენ.