ყაზახი გამომძიებლები თბილისში - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

19.05.21 17:18
ყაზახი გამომძიებლები თბილისში - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

ყაზახი გამომძიებლების ჯგუფი თბილისში, წერეთლის პოლიციის შენობაში,  26 წლის აისელ აიტპაევას საქმის მასალებს 3 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. ამ წუთებში კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები მიმდინარეობს, დაკითხვაზე გამოცხადდა საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ბრალდებულ მურად მეირბეკოვის მეგობარია. სავარაუდოდ, დღესვე გამოიკითხება ერთ-ერთი მოწმე, თეონა გიორგაძე, რომელიც მეირბეკოვის  ორგანიზაციაში მუშაობდა. 

გამომძიებლები თბილისში მტკიცებულებებს მურად მეირბეკოვის წინააღმდეგ აგროვებენ. მათ 10 დღიანი ვადა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებების შეგროვება განსაზღვრულ დროში არ მოხერხდა,  ყაზახურ მხარეს მეირბეკოვის გათავისუფლება მოუწევს. 26 წლის გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, ყაზახურ მხარეს დროულად გადაეცეს ექსპერტიზის პასუხები. 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გავცვალოთ ექსპერტიზის პასუხები, რომლითაც დადასტურდება მერბეკოვის დანაშაული გაუპატიურების საქმეში, ჩვენი გამომძიებლები უკვე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში საგამოძიებო პროცესში და ახლა უკვე ველოდებით დამატებით მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია, 10 დღეში მოესწროს  ყველაფერი, რომ მურად მეირბეკოვი საპატიმროში დარჩეს, ვინაიდან  მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე  არსებობს. მას აქვს საერთაშორისო კავშირები"- ამბობს ყაზახი  ადოკატი.

მეირბეკოვი ყაზახეთში 16 მაისს დააკავეს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ კი მეირბეკოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. 

 26 წლის ასელ აიტპაევა 5 მაისს  საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თორდუა  დააკავა. პროკურატურამ  დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით, წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.