"თავისუფლება ნიკას" - მსვლელობა "მთავარი არხიდან" პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ

27.05.23 17:07
"თავისუფლება ნიკას" - მსვლელობა "მთავარი არხიდან" პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ

ნიკას თავისუფლება ევროპისთვის - მთავარი არხის ოფისიდან მსველობა დაიწყო. გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ქუჩაში ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქები გავიდნენ.

დღევანდელ პროტესტსა უერთდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის მედიამენეჯერის ციხის გისოსებში უსამართლოდ გამოკეტვა ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟია.