"მკლეს და თოკით ჩამოკიდეს"- შვილმკვდარი დედა 22 წლის ბიჭის სიკვდილის გარემოებების დადგენას ითხოვს
შვილმკვდარი დედა 22 წლის ბიჭის ბურუსით მოცული სიკვდილის გარემოებების დადგენას ითხოვს - ტრაგედია ბარბაქაძეების ოჯახში გასული წლის ბედობის ღამეს დატრიალდა.
ირკვევა, რომ გიორგი ბარბაქაძე მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, სუფრიდან დედას ვიდეოზარით ესაუბრა, მეორე დილით კი ის მკვდარი იპოვეს.
ოჯახი ეჭვობს, რომ ბიჭი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ის ფარდულში, თოკით ჩამოკიდეს.
შვილმკვდარი დედა ქართველ სამართალდამცავებს გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ არავინ უსმენს.
შვილმკვდარი ოჯახი, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი